LIVE

5.4 მილიონი მოგზაურის ვიზიტი, $3.5 მილიარდის შემოსავალი - როგორია ტურიზმის სტატისტიკა

23 იან 202311:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 770
5.4 მილიონი მოგზაურის ვიზიტი, $3.5 მილიარდის შემოსავალი - როგორია ტურიზმის სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 182.5%-ით.

ტურიზმიდან შემოსავლებში ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს. იანვარი-დეკემბრის სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსმა მოგზაურებმა ქვეყანაში 891 მლნ დოლარი დახარჯეს.

2022 წლის დეკემბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 363 306 614  დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2% აღდგენაა, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 188.2%-ით.

რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას - საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. 2022 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 71.9%, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58% აღდგა.  

2022 წელს ქვეყანაში 3 652 949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს 131.6%-ით აღემატება.