LIVE

Kaspi.kz-ში მიხეილ ლომთაძის წილი გაიზარდა - კომპანიის ანგარიში

13 იან 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2225
Kaspi.kz-ში მიხეილ ლომთაძის წილი გაიზარდა - კომპანიის ანგარიში

ყაზახურ კომპანია Kaspi.kz-ში ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის წილი გაიზარდა. 

მონაწილეთა წილების ახალი განაწილების შესახებ ინფორმაციას kapital.kz, ყაზახეთის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე დაყრდნობით, აქვეყნებს.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ Kaspi.kz-ის ძირითადი აქციონერები კვლავ მიხეილ ლომთაძე, Baring Vostok Funds და ვიაჩესლავ კიმი არიან. თუმცა შეიცვალა მათი წილი კომპანიის საწესდებო კაპიტალში. 2022 წლის 1 ოქტომბერთან შედარებით, მიხეილ ლომთაძის წილი მიმდინარე წლის დასაწყისში, 1.13%-ით, 23,42%-დან 24,55%-მდე გაიზარდა, საერთო აქციების რაოდენობა კი 46 717 289-ს შეადგენს.

ასევე გაიზარდა Baring Vostok Funds-ის წილიც. ის 28,67%-ის ნაცვლად, ახლა 28,8%-ის მფლობელია, ვიაჩესლავ კიმის კაპიტალის წილი კი 24,26%-დან 23,55%-მდე შემცირდა. 

ამონაწერის საფუძველზე, Kaspi.kz-ის გამოშვებული აქციების ჯამური რაოდენობა მიმდინარე წლის 1 იანვრისთვის 216 742 000 ერთეულს შეადგენს.

მიხეილ ლომთაძე Kaspi.kz-ის, ყაზახეთში უმსხვილესი გადახდისა და fintech-ის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია ახორციელებს ონლაინ გადახდის, შოპინგისა და პირადი ფინანსების მომსახურებას ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. 

მიხეილ ლომთაძე, Forbes-ის მიხედვით, ამჟამად $3.4 მილიარდის ქონებას ფლობს

2021 წლის 27 ოქტომბერს ბიზნესმენი $6.48 მილიარდით Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 448-ე ადგილს იკავებდა. ამჟამად ის Bloomberg-ის მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანის სიაში აღარ შედის.