LIVE

Dior-ის გენერალური დირექტორი ბერნარ ანროს შვილი, დელფინ არნო გახდა

11 იან 202318:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 707
Dior-ის გენერალური დირექტორი ბერნარ ანროს შვილი, დელფინ არნო გახდა
Eric Piermont/Getty Images

ბერნარ არნომ LVMH-ის მეორე უმსხვილესი ბრენდის, Dior-ის გენერალურ დირექტორად თავისი შვილი, დელფინ არნო დანიშნა.

იქამდე მილიარდერმა თავისი უფროსი ვაჟი, ანტუან არნო სიდნი ტოლედანოს ნაცვლად, Christian Dior-ის აღმასრულებელ დირექტორად და ვიცე-თავმჯდომარედ დააწინაურა. 

შვილებისთვის პასუხისმგებლობის გაზრდამ ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიაში კითხვები გააჩინა, თუმცა ამას 73 წლის მილიარდერი არ შეუჩერებია. გასულ წელს, LVMH-მა აღმასრულებელი დირექტორისთვის დასაშვები ასაკობრივი ზღვარი 80 წლამდე გადაიწია, რაც არნოს საშუალებას აძლევს, რომ კომპანია ამ ასაკამდე მართოს.

პარიზში ვაჭრობაში LVMH-ის აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა და კომპანიის ღირებულებამ დაახლოებით $386 მილიარდ ევროს ($415 მილიარდი) მიაღწია. 

47 წლის დელფინი, რომელიც არნოს ხუთი შვილიდან ყველაზე უფროსია, გასული ათი წლის განმავლობაში იკავებდა Louis Vuitton-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს. ის პასუხისმგებელი იყო ბრენდის პროდუქტებთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის ზედამხედველობაზე. Dior-ში ახალ პოზიციაზე ის მჭიდროდ ითანამშრომლებს ჩარლზ დელაპალმესთან, რომელიც ახლა ბრენდის მმართველი დირექტორი ხდება. 

დღესვე არნომ Dior-ის აღმასრულებელი დირექტორი პიეტრო ბეკარი დააწინაურა და Louis Vuitton-ის, LVMH-ის უმსხვილესი ბრენდის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა. 

ფრანგული ფუფუნების ბრენდის, LVMH-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო ამჟამად $178 მილიარდს ფლობს და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. მან პირველობა ილონ მასკს გასულ თვეში ჩამოართვა.