LIVE

Goldman Sachs-ის პროგნოზით, ევროზონა რეცესიას აირიდებს

10 იან 202315:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 463
Goldman Sachs-ის პროგნოზით, ევროზონა რეცესიას აირიდებს

Goldman Sachs-ის ეკონომისტები ევროზონაში რეცესიას აღარ პროგნოზირებენ, მას შემდეგ, რაც ეკონომიკამ შედარებით მდგრადობა გამოავლინა 2022 წლის ბოლოს, ბუნებრივი აირის ფასები მკვეთრად დაეცა და ჩინეთმა Covid-19-ის შეზღუდვები მოსალოდნელზე ადრე შეარბილა.

განახლებული პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკა 0.6%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც, აქამდე 0.1%-იანი კლება იყო ნავარაუდევი.

ეკონომისტები ანგარიშში კლიენტებს აფრთხილებენ ენერგოკრიზისის ფონზე, ზამთარში შედარებით სუსტი ზრდის შესახებ. ამასთან, მიიჩნევენ, რომ ინფლაცია იმაზე სწრაფად შემცირდება, ვიდრე ელოდნენ და წლის ბოლოს ინფლაციის ძირითადი მაჩვენებელი დაახლოებით 3.25% იქნება.

"ასევე ველით საბაზო ინფლაციის კლებას საქონლის ფასების შემცირების ფონზე, თუმცა ვხედავთ მზარდ წნეხს მომსახურების გაძვირების მიმართულებით, სამუშაო ძალაზე გაზრდილი დანახარჯიდან გამომდინარე",- აღნიშნავენ ეკონომისტები და დასძენენ, რომ მომდევნო თვეებში ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას ელიან, რის შედეგადაც, მაისისთვის რეფინანსირების განაკვეთი 3.25%-მდე გაიზრდება.