LIVE

ინგლისში ერთჯერადი დანა-ჩანგალი და თეფშები იკრძალება

09 იან 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 716
ინგლისში ერთჯერადი დანა-ჩანგალი და თეფშები იკრძალება

ინგლისში ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელი, ისეთი, როგორიცაა პლასტმასის დანა-ჩანგალი და თეფშები, იკრძალება.

მთავრობამ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის შედის ახალი რეგულაცია ძალაში. როგორც ქვეყნის გარემოს დაცვის მდივანი, ტერეზა კოფი ამბობს, ახალი ნაბიჯი ხელს შეუწყობს მომავალი თაობებისთვის გარემოს დაცვასა და მოვლას. 

თავად კერძო სექტორი აკრძალვას დადებითად აფასებს, მაგრამ პლასტიკის შემცირების უფრო ფართო სტრატეგიულ გეგმასაც ითხოვს.

მთავრობის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ინგლისში ყოველწლიურად 1.1 მილიარდი ერთჯერადი თეფში და 4 მილიარდზე მეტი პლასტმასის დანა-ჩანგალი გამოიყენება. ცნობილია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში თითოეული ადამიანი ყოველწლიურად საშუალოდ 18 ერთჯერადი პლასტმასის თეფშს და 37 პლასტმასის დანა-ჩანგალს იყენებს. ეს კი მაშინ, როცა Defra-ს მიხედვით, მათგან მხოლოდ 10% გადამუშავდება. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვა უკვე მოქმედებს შოტლანდიასა და უელსში.