LIVE

ენერგო კრიზისის გამო, გერმანიაში ქვანახშირის მოხმარება გაიზარდა

18 დეკ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 308
ენერგო კრიზისის გამო, გერმანიაში ქვანახშირის მოხმარება გაიზარდა

გერმანიაში წელს ქვანახშირი დაბრუნდა - ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იძულებულია, რომ ენერგეტიკული კრიზისის დროს გარემოსთვის ერთ-ერთ ყველაზე საზიანო საწვავს მიმართოს.

გერმანიის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წელს ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში გერმანიის ელექტროქსელების მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მესამედზე მეტი (36.3%) ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე მოდიოდა, 2021 წლის მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 31.9% იყო. 

ქვანახშირის მოხმარებას დიდი ხანია ებრძვის გერმანიის მწვანეთა პარტია, რომელიც გერმანიის კოალიციურ მთავრობაში რამდენიმე მინისტრით არის წარმოდგენილი. 2030 წლისთვის ქვეყანაში ქვანახშირის მოხმარების ეტაპობრივად აღმოიფხვრა იგეგმებოდა, მაგრამ რუსეთის ომმა და გაზის ექსპორტის შეზღუდვამ, ის კვლავ დააბრუნა. 

მონაცემები აჩვენებს, რომ ქვანახშირის მეშვეობით ელექტროენერგიის გამომუშავება, გასულ წელთან შედარებით, 13,3%-ით  გაიზარდა და ივლის-სექტემბრის სამ თვეში 42,9 ტვტ/სთ შეადგინა. ამ პერიოდში გერმანიის მთლიანი ენერგიის გამომუშავება 118,1 ტვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს. 0,5%-ით ჩამორჩება.  

2019 წელს გერმანიამ პირობა დადო, რომ 2038 წლისთვის ქვეყანა ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ქვანახშირს აღარ გამოიყენებს.