LIVE

2025 წლიდან ტოკიოს ახალაშენებულ სახლებზე მზის პანელები სავალდებულო ხდება

18 დეკ 202212:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 433
2025 წლიდან ტოკიოს ახალაშენებულ სახლებზე მზის პანელები სავალდებულო ხდება

2025 წლის აპრილიდან ტოკიოში ახალაშენებულ სახლებში, რომლებსაც ფართო სახურავი აქვთ, მზის პანელების გამოყენება სავალდებულო ხდება.

იაპონიის დედაქალაქის ადგილობრივი ასამბლეის მიერ მიღებული ახალი რეგულაციის მიზეზი საყოფაცხოვრებო ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაა.  

რეგულაციის თანახმად, დაახლოებით 50 მსხვილ მშენებელს 2000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის სახლების განახლებადი ენერგიის წყაროებით, ძირითადად მზის პანელებით უზრუნველყოფა მოეთხოვება.  

„არსებული გლობალური კლიმატის კრიზისის გარდა, რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებული ომის გამო, ენერგეტიკული კრიზისის წინაშე ვართ. დასაკარგი დრო არ არის“, - თქვა კოიკეს რეგიონული პარტიის ერთ-ერთმა წევრმა.  

ტოკიოს ადგილობრივ მთავრობას სურს, რომ 2030 წლისთვის, 2000 წელთან შედარებით, სათბური გაზების გაფრქვევის მოცულობა გაანახევროს. 

ნახშირბადის გამოფრქვევის მხრივ, იაპონია მსოფლიოში მეხუთე ქვეყანაა. მას სურს, რომ 2050 წელს ნახშირბად-ნეიტრალურ სახელმწიფოდ იქცეს, მაგრამ ამ მიზნის მიღწევაში დიდი გამოწვევა აქვს, რადგან იაპონია დიდწილად დამოკიდებულია ნახშირის წვის თერმულ ენერგიაზე.