LIVE

ეროვნული ბანკი ბანკთაშორის გადარიცხვებზე საკომისიოს ზედა ზღვარს დააწესებს

06 დეკ 202213:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 954
ეროვნული ბანკი ბანკთაშორის გადარიცხვებზე საკომისიოს ზედა ზღვარს დააწესებს

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 თებერვლიდან ბანკთაშორის და საბიუჯეტო გადარიცხვებზე მომსახურების საკომისიოს ზედა ზღვარი დაწესდება. ცვლილება ამ ეტაპზე არ შეეხება კომუნალური გადასახადების მომსახურების საკომისიოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნულ ბანკს, აქამდე, ბანკთაშორის გადარიცხვებზე საკომისიოს ზედა ზღვარი დაწესებული არ ჰქონია. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზეზს, სებ-ში განმარტავენ, რომ „ცვლილების მიზანია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, რაც გულისხმობს ხარჯზე დაფუძნებული ტარიფების მიდგომის შემოღებას, კონკურენციის ხელშეწყობას და ბანკთაშორისი გადარიცხვების ბარიერების შემსუბუქებას".

უფრო ზუსტად, განისაზღვრა მომხმარებლებისთვის დასადგენი მომსახურების საკომისიოს ზედა ზღვრები მომხმარებლის ტიპის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) და თანხის სიდიდიდან გამომდინარე იმ გადარიცხვებისთვის, რომლებიც დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის საშუალებით განხორციელდება.