LIVE

ჩვენი მხარდაჭერა ილონ მასკს, ის ძლიერი მეწარმეა - Binance-ის დამფუძნებელი

02 დეკ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 370
ჩვენი მხარდაჭერა ილონ მასკს, ის ძლიერი მეწარმეა - Binance-ის დამფუძნებელი

Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენ ჟაო ამბობს, რომ Twitter უნდა გაძლიერდეს, როგორც გლობალური პლატფორმა, სადაც ადამიანები საკუთარ მოსაზრებებს ყოველდღიურად აფიქსირებენ.

ჟაომ საქართველოში ვიზიტისას, "ბიზნეს ფორმულასთან" Twitter-ში $500 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ილონ მასკის მხარდამჭერია, ძალიან აფასებს მას როგორც ძლიერ მეწარმეს და Twitter-ში ინვესტირებით სურდა ამ მხარდაჭერის გამოხატვა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სრულად უჭერს მხარს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. 

"ვფიქრობ, Twitter-ის ფუნქცია და ღირებულება ისე არ არის დაფასებული, როგორც საჭიროა. ის ძალიან მარტივი პლატფორმაა, ჩვენ კი ამ ინვესტიციით მხარს ვუჭერთ მის გაძლიერებას,"- აცხადებს ჩანგპენ ჟაო.

ცნობისთვის, Binance-ის დამფუძნებელმა Twitter-ში $500 მლნ-იანი ინვესტიცია განახორციელა და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც ილონ მასკის მხარდამჭერი.