LIVE

მერია წელს ახალი ნაძვის ხის და საახალწლო დეკორაციების შეძენას არ აპირებს

25 ნოე 202211:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 930
მერია წელს ახალი ნაძვის ხის და საახალწლო დეკორაციების შეძენას არ აპირებს

დედაქალაქის მერია წელს საახალწლო განათებების, დეკორაციების და მთავარი ნაძვის ხისთვის ახალი ნაწილების შეძენას არ აპირებს. 

"ბიზნეს ფორმულას" თბილსერვის ჯგუფში დაუდასტურეს, რომ მსგავსი შესყიდვა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის. 

„დედაქალაქის ნაძვის ხეს არაფერი სჭირდება, ძალიან ლამაზია. დიზაინერები გადაწყვეტენ, რა ფორმით, როგორი სათამაშოებით იყოს მორთული”,- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა რამდენიმე დღის წინ ბიზნესს ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თბილისის მერია კომპანიებს ხელს შეუწყობს და შესაბამის სივრცეებს გამოუყოფს.

ფლანგვის დეტექტორის მიხედვით, 2019 წელს საახალწლოდ თბილისის ქუჩების გაფორმება და საშობაო ნაძვის ხის შეძენა თბილისის მერიას 3 177 944 ლარი დაუჯდა. 2020 წელს თბილისის მერიის კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი (616 000 ლარი) დახარჯა საახალწლო განათებებსა და ქუჩების გაფორმების სამუშაოებზე. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ იმავე წელს განაახლა აღნიშნული ნაძვის ხე და ახალი ტოტები დაამატა, რაც თბილისის მერიის კომპანიას 103 850 ლარი დაუჯდა. დამატებით, გასულ წელს თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად 207 000 ლარის ტენდერები გამოცხადდა.