LIVE

რუსი ქალები პუტინის წინააღმდეგ

24 ნოე 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 674
რუსი ქალები პუტინის წინააღმდეგ

ვლადიმერ პუტინის მიერ გაწვეული რეზერვისტების ცოლები და დედები ფრონტის ხაზიდან ოჯახის წევრების უვნებლად დასაბრუნებლად კრემლის წინააღმდეგ გამოდიან.

დამოუკიდებელი მედიასაშუალება „ვერსტკას“ მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, საპროტესტო აქციები სულ მცირე 15 რეგიონში გაიმართა. მათგან ყველაზე მასშტაბური უკრაინის საზღვართან მოეწყო.

გამოცემის თანახმად, ოჯახების მოთხოვნები არ არის პოლიტიკური და ფოკუსირებულია რეზერვისების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რათა მათმა ქმრებმა და მამებმა ფრონტზე ადეკვატური აღჭურვილობა მიიღონ და შესაბამისად გადაამზადონ. 

საპროტესტო ტალღამ მაღალი დონის ყურადღება მიიპყრო. აქტივისტებს რეგიონის გუბერნატორები შეხვდნენ და დახმარებას დაჰპირდნენ. მათთან შეხვედრას მიმდინარე კვირაში რუსეთის პრეზიდენტიც გეგმავს. 

აქტივისტები ამბობენ, რომ დაპირების შედეგს ჯერჯერობით ვერ ხედავენ. ზოგიერთი მათგანი კი მუქარის შესახებ საუბრობს. 

ხელისუფლება რეზერვისტების ოჯახებს ფულდა სხვა შეღავათებს სთავაზობს და არწმუნებს, რომ მათი ოჯახის წევრები ფრონტის ხაზზე სათანადოდ არიან აღჭურვილი.

საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსეთში ომის მხარდაჭერა შემცირდა. მოსახლეობაში განსაკუთრებული შფოთვა 21 სექტემბერს მობილიზაციის გამოცხადებამ გამოიწვია. 

რუსეთში ისტორიულად ჯარისკაცების დედები პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ, რამდენადაც ისინი ცდილობდნენ, რომ ომში გაწვეული შვილები მკაცრი მოპყრობისგან ეხსნათ. მოძრაობა გაძლიერდა 1990-იან წლებში. ამჯერად, ჯგუფი, რომელიც ამტკიცებს, რომ გაწვეულების ოჯახებს წარმოადგენენ, აცხადებს, რომ მხარდამჭერები 89 ქალაქში ჰყავს.

სახელმწიფო ტელევიზია საპროტესტო ტალღას დიდ ყურადღებას არ აქცევს, თუმცა ვიდეოები აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში.