LIVE

adjaranet და imovies რამდენიმე დღეში ისევ დაიბლოკება - ანტიმეკობრული ცენტრი

22 ნოე 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 3226
adjaranet და imovies რამდენიმე დღეში ისევ დაიბლოკება - ანტიმეკობრული ცენტრი

ფილმების სტრიმინგის პოპულარული ქართული საიტების, adjaranet-ის და imovies-ის აღდგენა დროებითია.

„საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბეჟაშვილმა „ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, რომ საიტების საქმიანობა, რომელიც გუშინ განახლდა, კვლავ მეკობრულია.

„საკითხს ახლა ვიკვლევთ. გალეგალურება არ მომხდარა. სავარაუდოდ, გადამისამართება გააკეთეს და ეს მისამართები რამდენიმე დღეში დაიბლოკება. მეკობრეობასთან ბრძოლა მუდმივი პროცესია. ისინი მისამართს ხშირად იცვლიან“, - განაცხადა ზურაბ ბეჟაშვილმა.  

„ბიზნეს ფორმულა“ კომუნიკაციების კომისიას დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, საიტები მომხმარებლებს კონტენტს კვლავ არალეგალურად სთავაზობენ, საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და განცხადება, მოკვლევის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

შეგახსენებთ, საქართველოში მეკობრული ვებგვერდები კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, აგვისტოს ბოლოს გაითიშა. მარეგულირებელში განმარტავდნენ, რომ ინტერნეტ სივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია და ვინაიდან მეკობრულმა ვებგვერდებმა, მათ შორის, adjaranet-მა და imovies-მა არ შეცვალეს საკუთარი პრაქტიკა, ინტერნეტ პროვაიდერებს აღნიშნული საიტების კანონის შესაბამისად გათიშვა დაევალათ.