LIVE

მოლოდინი გვაქვს, რომ გაყიდვები საკმაოდ მაღალი იქნება - გალერია თბილისი

22 ნოე 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 319
მოლოდინი გვაქვს, რომ გაყიდვები საკმაოდ მაღალი იქნება - გალერია თბილისი

"შავი პარასკევის" კვირეულის ფარგლებში, სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" ცალკეული ბრენდები მომხმარებლებს საშუალოდ 30%-50%-იანი ფასდაკლებას სთავაზობენ.

"გალერია თბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის ნინი ადუაშვილის თქმით, "შავ პარასკევთან" დაკავშირებით, ფასდაკლებები უკვე დაიწყო და სპეციალურად ამ დღისთვის, 24 ნოემბერს სავაჭრო ცენტრი ღამის 22:00 საათის ნაცვლად, 00:00-მდე იმუშავებს.

"აღსანიშნავია, ის რომ შეიცვალა ბრენდების მიდგომა. თუკი აქამდე კონკრეტულ შეთავაზებებს ერთი და ორი დღით ადრე აცხადებდნენ ახლა უკვე კვირეულის ფარგლებში ახდენენ თავიანთი შეთავაზებების წარმოდგენას და მომხმარებელს სთავაზობენ სხვადასხვა შეთავაზებას როგორც შერჩეულ ასევე სრულ კოლექციაზე. გამომდინარე აქედან, რომ ეს დღე ყველაზე დატვირთულია, როგორც გაყიდვების ასევე მომხმარებლების სიმრავლის კუთხით, მოლოდინი გვაქვს, რომ გაყიდვები საკმაოდ მაღალი იქნება", - განაცხადა ნინი ადუაშვილმა

ცნობისთვის, ე.წ. "შავი პარასკევი" სათავეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ ფილადელფიიდან იღებს და მადლიერების დღის მეორე დღეს აღინიშნება. საქართველოში "შავი პარასკევი" განსაკუთრებით პოპულარული ბოლო წლებში გახდა და ის გადატვირთულ სავაჭრო ცენტრებთან, ცოცხალ რიგებთან და დიდ ფასდაკლებებთან ასოცირდება და შავ პარასკევთან დაკავშირებით, აქციებს ყველა სავაჭრო ცენტრი, მათ შორის "თბილისი ცენტრალიც" აანონსებს.