
აშშ-ში, ოქტომბერში სახლების გაყიდვა შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეცხრე თვეა უძრავი ქონების ბაზარზე კლების ტენდენცია ფიქსირდება.
აშშ-ს "რეალტორთა ეროვნული ასოციაციის" განახლებული მონაცემების მიხედვით, საცხოვრებელი სახლების გაყიდვები (ოჯახურ სახლები, ქალაქურ სახლები, ამხანაგობები და კოოპერაციები), გასულ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 28.4%-ით შემცირდა, ხოლო სექტემბერთან შედარებით კლებამ 5.9% შეადგინა.
სახლების გაყიდვა შემცირდა შეერთებულ შტატების ყველა რეგიონში, თუმცა ამის მიუხედავად ფასები ზრდას განაგრძობს. შედეგად, ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში გასაყიდი სახლის საშუალო ფასმა $379 100 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.6%-ით მეტია. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით გასაყიდი სახლების ფასები 40%-ით მაღალია, ვიდრე 2019 წლის ოქტომბერში.