LIVE

ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - მიზეზები

19 ნოე 202212:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 448
ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - მიზეზები

მიმდინარე კვირაში საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა. 

კერძოდ, კვირის განმავლობაში ამერიკული WTI 10%-ით გაიაფდა. პარასკევს 1.9%-ით კლების შემდეგ, ბარელის ფასმა $80.08 დოლარს შეადგინა, თუმცა მანამდე დღის განმავლობაში ფასი $78.5-მდეც დაეცა. 

რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობს, კვირის განმავლობაში ფასის 9%-იანი კლების შემდეგ ბარელი $87.62 ღირს.

ნავთობის გაიაფება უკავშირდება მზარდ შეშფოთებას ჩინეთში მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით, რამაც გადაწონა მიწოდების შესაძლო კლებასთან დაკავშირებული შიშები. ფასის კლების მიზეზებს შორისაა მოლოდინები ამერიკის ცენტრალური ბანკის მიერ პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ რუსულ ნავთობზე ევროკავშირის მოახლოებულმა აკრძალვამ, სხვა ფაქტორებთან ერთად, თვის დასაწყისში ნავთობის ფასი ბარელზე $99-მდე გაზარდა.