LIVE

Amazon 10 000 თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს

15 ნოე 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 487
Amazon 10 000 თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს

Amazon მიმდინარე კვირიდან 10,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს, რაც კომპანიაში დასაქმებულების 3%-ია. ეს ელექტრონული კომერციის ლიდერის ისტორიაში უდიდესი შემცირება იქნება. ამის შესახებ Reuters სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს

მედიის ინფორმაციით, შემცირებაში მოჰყვებიან Alexa-ს და საოჯახო უსაფრთხოების კამერების განყოფილების, ასევე ადამიანური რესურსების მართვისა და გაყიდვების განყოფილების თანამშრომლები.

წყაროს თქმით, გადაწყვეტილება განაპირობა კომპანიის წინაშე მდგარმა არამდგრადმა მაკროეკონომიკურმა გარემომ. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს Amazon გაყიდვების შემცირებას სხვა წლებში მომგებიან სადღესასწაულო პერიოდშიც ელის.

კომპანიის აღმასრულებელი ფინანსური ოფიცრის, ბრაიან ოლსავსკის თანახმად, მაღალი ინფლაციის ფონზე, მომხმარებლებმა შოპინგისთვის განსაზღვრული საყოფაცხოვრებო ბიუჯეტი შეამცირეს. 

მხოლოდ წელს, Amazon-ის აქციები 40%-ზე მეტად დაეცა. 

ელექტრონული კომერციის ლიდერის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა Twitter-სა და სხვა ტექ-ორგანიზაციებში თანამშრომლების თითქმის ნახევრის დათხოვნას.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელი კომპანია Meta თავისი თანამშრომლების რიცხვს 13%-ით ამცირებს.