LIVE

საქართველოში Google Pay-ის გადახდის სერვისი ამოქმედდა

15 ნოე 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 741
საქართველოში Google Pay-ის გადახდის სერვისი ამოქმედდა

საქართველოში Google Pay-ის გადახდის სერვისი ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ Google Wallet-ის აპლიკაციის გადმოწერით, ტელეფონით, პლანშეტით ან Android-ის საათით უკონტაქტო გადახდა Android-ის ქართველ მომხმარებლებსაც შეეძლებათ.

საბანკო ბარათების გარდა, Google Wallet-ში შესაძლებელია სხვა ტიპის ბარათების: სხვადასხვა სახის ბილეთების, ვაქცინაციის სერტიფიკატის და სასაჩუქრე ბარათების დამატება, რითაც ის ბევრი მომხმარებლისთვის, რეალურ საფულეს ანაცვლებს.  

აპლიკაციაში არსებული ბარათების გამოყენებისთვის აუტენტიფიკაციის გავლა შესაძლებელია ბიომეტრიული მონაცემებით (Face ID, თითის ანაბეჭდი) ან პინკოდით.

აქამდე საქართველოში ხელმისაწვდომი იყო Apple Pay, რომლის გამოყენება მხოლოდ Apple-ის პროდუქტების მომხმარებლებს შეუძლიათ.