LIVE

კრიპტოვალუტა ვარდნას განაგრძობს - ბიტკოინის ფასი 2020 წლის ნიშნულს დაუბრუნდა

10 ნოე 202213:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 823
კრიპტოვალუტა ვარდნას განაგრძობს - ბიტკოინის ფასი 2020 წლის ნიშნულს დაუბრუნდა

კრიპტობაზარზე ვარდნის შედეგად, ბიტკოინის ფასმა მორიგ ორწლიან მინიმუმს მიაღწია.

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა 10%-ით, $15,603.3-მდე დაეცა, რაც 2020 წლის შუა პერიოდის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მოგვიანებით ტოკენის ფასი $16,533-მდე გაიზარდა, თუმცა საერთო ჯამში ბიტკოინი ამ კვირაში დაახლოებით 20%-ით გაუფასურდა. 

Ethereum-ის ფასი თითქმის 12%-ით, $1,143.81-მდე დაეცა, რაც ოთხი თვის განმავლობაში მისი ყველაზე სუსტი დონეა. ბოლო ვაჭრობაში მისმა ფასმა $1,176 შეადგინა.

სხვა ტოკენების უმეტესობას ორნიშნა ზარალი აქვს. Dogecoin-ის ფასი $0.080043-მდე, ხოლო Solana $14.114-მდე შემცირდა. 

FTT, FTX-ის ტოკენი, ამ კვირაში 90%-ით დაეცა და ბოლო ვაჭრობაში $2-მდე ჩამოვიდა.

კრიპტოვალუტების გაუფასურება პირდაპირ კავშირშია უმსხვილესი ბირჟის Binance-ის მიერ FTX-ის გარიგებიდან გასვლასთან. FTX-ის გაკოტრების პერსპექტივამ კრიპტო ბაზრებზე ფართო ზარალი გამოიწვია.