LIVE

საქართველოში ბავშვების 28%-ს ჭარბწონიანობა აწუხებს

09 ნოე 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 599
საქართველოში ბავშვების 28%-ს ჭარბწონიანობა აწუხებს

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველოში ბავშვების 28%-ს აწუხებს ჭარბწონიანობა (სიმსუქნის ჩათვლით), რაც ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია.

WHO-ს ბავშვთა ასაკის სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის ინიციატივის მე-5 რაუნდის ანგარიშის მიგნებებში აღნიშნულია, რომ ამ სფეროში ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის არარსებობის პირობებში, ეს რიცხვი შესაძლოა იოლად გაიზარდოს, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით. 

გასულ რაუნდთან შედარებით, მნიშვნელოვან ცვლილებებს შორის მოხვდა საქართველოში ბიჭებს შორის სიმსუქნის გავრცელების მაჩვენებლის ზრდა. 

ამავე დოკუმენტით, ყველაზე ნაკლებად ხილს ბავშვები საქართველოში მოიხმარენ. თუ პორტუგალიაში ყოველდღიურად ხილს ბავშვების 63% მიირთმევს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 23%-ია. კიდევ უფრო დაბალია ბოსტნეულის მიღების მაჩვენებელი. აღმოჩნდა, რომ ბოსტნეულს ყოველდღიურად ბავშვების მხოლოდ 13% იღებს.

უმეტეს ქვეყნებში ახალი ხილის ყოველდღიური მოხმარება ოდნავ უფრო ხშირი იყო გოგონებში, ბოსტნეულის მოხმარება კი ორივე სქესის შემთხვევაში მსგავსია. ხილისა და ბოსტნეულის ყოველდღიურად ჭამა უფრო ხშირია მაღალი დონის განათლების მქონე მშობლების ბავშვებში, ვიდრე განათლების მქონე მშობლების ბავშვებში, თუმცა ამ მხრივ, გამონაკლისია საქართველო, სადაც სხვაობა არ ფიქსირდება. 

ანგარიშის მიხედვით, კვლევაში მონაწილე ქვეყნებში 7-9 წლის ბავშვების 29%-ს აწუხებს ჭარბი წონა (მათ შორის სიმსუქნე). ჭარბი წონის გავრცელება უფრო მაღალია ბიჭებში (31%), ვიდრე გოგონებში (28%).