LIVE

რუსული LNG-ის გაყიდვები იზრდება - ძირითადი ბაზრები საფრანგეთი, ჩინეთი და იაპონია

05 ნოე 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 638
რუსული LNG-ის გაყიდვები იზრდება - ძირითადი ბაზრები საფრანგეთი, ჩინეთი და იაპონია

რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდება მარტის შემდეგ რეკორდულად გაიზარდა. ამის მიზეზი მოახლოებული ზამთარი და ბუნებრივი აირის მთავარ მიმწოდებელზე არსებული დამოკიდებულებაა, რომლის შემცირებაც ქვეყნებისთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული.

ოქტომბერში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა.

მონაცემების თანახმად, რუსული LNG-ის მთავარი იმპორტიორები საფრანგეთი, ჩინეთი და იაპონია იყვნენ. ამასთან, ჩინეთში მყიდველები მეტი ფასდაკლების მისაღებად, ცდილობენ მაქსიმალურად გაზარდონ შესყიდვები.

ამ ეტაპზე არ არსებობს პირდაპირი სანქციები რუსული თხევადი ბუნებრივი აირის შეძენაზე. ძლიერი მოთხოვნა აჩვენებს, რომ ბუნებრივი აირის გლობალური მიწოდების შემცირების ფონზე, სახელმწიფოები ენერგორესურსების მიღების ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

ზოგიერთი სახელმწიფოს ენერგოპოლიტიკა კვლავ განსხვავებული რჩება. დიდი ბრიტანეთი არ თანამშრომლობს კრემლთან უკრაინაში ომის დაწყების დღიდან. მეტიც, მომავალი წლის იანვრიდან სრულიად კრძალავს რუსული საწვავის იმპორტს.

სექტემბრიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა Nord Stream მილსადენმა. შექმნილი ენერგოკრიზისის დასაძლევად, ევროპელი ლიდერები ზამთრის მარაგების შევსებას წარმატებულად ართმევენ თავს, შედეგად ევროპული გაზსაცავების 93,6% უკვე სავსეა.