LIVE

გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერმინისტრი რიში სუნაკი გახდა

25 ოქტ 202214:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 457
გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერმინისტრი რიში სუნაკი გახდა

გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერმინისტრი რიში სუნაკი გახდა. 

ის რიგით 57-ე და ბოლო ერთ წელში მესამე პრემიერმინისტრია. 

სუნაკი დღეს ბუკინგემის სასახლეს ესტუმრა და შეხვდა მეფე ჩარლზ III-ს, რომელმაც ახალ პრემიერს მთავრობის ჩამოყალიბება შესთავაზა.

42 წლის სუნაკისა და მისი მეუღლის ერთობლივი ქონება 730 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული, რაც სამეფო ოჯახის ქონებას ორჯერ აღემატება.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ ტრასმა თანამდებობა გასულ კვირას, 44-დღიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. მისი პრემიერმინისტრობა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. 

ტრასმა გადადგომის მიზეზად საკუთარი მანდატის შეუსრულებლობა დაასახელა. 

განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა მისმა გადასახადების შემცირების ინიციატივამ, რაც ინვესტორების ნდობის შერყევის მიზეზი გახდა.  

დიდი ბრიტანეთის საფონდო და ობლიგაციების ბაზრებმა ჯამში მინიმუმ 500 მილიარდი დოლარი დაკარგეს მას შემდეგ, რაც ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა.