LIVE

კანიე უესტი სოციალურ ქსელ Parler-ს ყიდულობს

18 ოქტ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 364
კანიე უესტი სოციალურ ქსელ Parler-ს ყიდულობს

ცნობილ რეპერს, კანიე უესტს ამერიკელ კონსერვატორებში პოპულარული სოციალური ქსელის, Parler-ის ყიდვა სურს. ამის შესახებ პლატფორმის მშობელი კომპანია Parlement Technologies აცხადებს. 

გარიგება, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება და მისი ღირებულება უცნობია. 

Parler 2018 წელს შეიქმნა. სოციალური მედიის საიტი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებით იყო ცნობილი და კაპიტოლიუმზე შეტევის შემდეგ ტექ. გიგანტების ძალისხმევით ინტერნეტიდან დროებით გაითიშა, რადგან Parler ერთ-ერთი იყო იმ არხებს შორის, რომლებსაც კაპიტოლიუმზე შეტევის ორგანიზატორები იყენებდნენ. პლატფორმის ღირებულება დაახლოებით $56 მილიონია. 

"მსოფლიოში, სადაც კონსერვატიული მოსაზრებები საკამათოდ მიიჩნევა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ სიტყვის თავისუფლად გამოხატვის უფლება გვექნება", - ამბობს რეპერი.

კანიე პლატფორმას, როგორც ჩანს, დღეს შეუერთდა და განცხადების დროს მას 91 მიმდევარი ჰყავდა.  

ამერიკელმა რეპერმა 2020 წელს თქვა, რომ ტრამპის გამოწვევის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრა.

ის პოპულარულ სოციალურ ქსელებში რამდენჯერმე იყო შეზღუდული. ბოლო შემთხვევის დროს რეპერი Instagram-მა ანტისემიტური პოსტების გამო დაბლოკა.