LIVE

ერდოღანმა თურქეთის გაზის ჰაბად ქცევის შესახებ პუტინის იდეა მოიწონა

14 ოქტ 202217:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 887
ერდოღანმა თურქეთის გაზის ჰაბად ქცევის შესახებ პუტინის იდეა მოიწონა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმა რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას, რომ თურქეთი გაზის ჰაბად იქცეს და ევროპას გაზი თურქეთის გავლით მიეწოდოს. 

თურქეთის პრეზიდენტი პუტინს გუშინ ყაზახეთში შეხვდა. ისინი გაზის საერთაშორისო ჰაბის შექმნაზე შეთანხმდნენ, რაც სავარაუდოდ, თრაკიას რეგიონში მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს. 

"ეროვნული სადისტრიბუციო ცენტრი გვაქვს, მაგრამ ეს საერთაშორისო იქნება. ჩვენი ენერგეტიკის სამინისტრო და რუსული მხარე ერთობლივად იმუშავებენ", - თქვა ერდოღანმა. 

მიმდინარე კვირის დასაწყისში პუტინმა მოსკოვში ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთი თურქეთის მხარეს მეტი წყალქვეშა გაზსადენების მშენებლობას განიხილავს, რათა ბალტიის ზღვაში მდებარე Nord Stream-ის უმოქმედო ნაკადები ევროპისკენ თურქეთის გავლით მიმართოს. პუტინის თქმით, ეს შესაძლოა ევროპაში რუსეთის გაზის ექსპორტის მთავარი მარშრუტი გახდეს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბერილ აკმანი და ფირატ კოზოკი