LIVE

2023 წელს მთავრობა ₾3.6 მილიარდის ახალ ვალს აიღებს

03 ოქტ 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 679
2023 წელს მთავრობა ₾3.6 მილიარდის ახალ ვალს აიღებს

2023 წელს მთავრობა 3.628 მილიარდი ლარის მოცულობის ახალ ვალს აიღებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს 1.4 მლრდ ლარის საშინაო ვალის აღებაა დაგეგმილი, ხოლო საგარეო ვალდებულებების მოცულობა 2 მლრდ 228 მლნ ლარით იზრდება.

ამასთან, 2023 წელს მთავრობა 1.218 მლრდ მოცულობის ვალის დაფარვას გეგმავს, საიდანაც 1.175 მლრდ საგარეო ვალდებულებების დაფარვას მოხმარდება.

როგორც ბიუჯეტის პროექტშია მითითებული, 2023 წელს მთავრობის ვალის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 39%-ის ფარგლებში იქნება.

ცნობისთვის, 2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის მოცულობა 21 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც მთლიანი ვალის 76%-ია. ამასთან, საშინაო ვალის ნაშთმა 2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 6.538 მლრდ ლარი შეადგინა.