LIVE

ღარიბაშვილი: ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს ₾24.3 მილიარდი იქნება

30 სექ 202214:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 518
ღარიბაშვილი: ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს ₾24.3 მილიარდი იქნება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს 24.3 მილიარდი ლარი იქნება.

„2023 წელსაც საკმაოდ კონსერვატიულად გვაქვს ბიუჯეტი დაგემილი“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია, ნომინალური მშპ-ს პროგნოზი 80 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი $7 500 დოლარს გაუტოლდება.

ამასთან, 2023 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 18.5 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ს 2.8% იქნება.