LIVE

მეფე ჩარლზი ბანკნოტებზე, სავარაუდოდ, 2024 წლის შუა რიცხვებიდან გამოჩნდება

27 სექ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 943
მეფე ჩარლზი ბანკნოტებზე, სავარაუდოდ, 2024 წლის შუა რიცხვებიდან გამოჩნდება

ბანკნოტები, რომლებზეც მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტია გამოსახული, სავარაუდოდ, მიმოქცევაში 2024 წლის შუა რიცხვებში გაეშვება. ამის შესახებ დღეს ინგლისის ბანკმა განაცხადა. 

ცენტრალური ბანკი ახალი მონარქის პოლიმერულ ბანკნოტებზე დასაბეჭდ ფოტოს წლის ბოლომდე გაასაჯაროებს. 

დედოფალი ელისაბედ II, რომელიც ამ თვის დასაწყისში, 70-წლიანი მეფობის შემდეგ, გარდაიცვალა, გაერთიანებული სამეფოს ფულზე 1960 წლიდან არის გამოსახული. ის იყო პირველი მონარქი, რომელიც ინგლისის ბანკის ბანკნოტებზე გამოსახეს.

დედოფლის პორტრეტიანი ამჟამინდელი მოქმედი პოლიმერული ბანკნოტები კვლავ გადახდის კანონიერ საშუალებად რჩება და ისინი მიმოქცევიდან მხოლოდ დაზიანების შემთხვევაში ამოვა.

მიმდინარე კვირის ბოლოს გაერთიანებულ სამეფოში ქაღალდის კუპიურები შეწყვეტს კანონიერი გადახდის საშუალების ფუნქციის შესრულებას და პოლიმერულით ჩანაცვლდება. გასული კვირის მონაცემებით, მიმოქცევაში 11 მილიარდი ფუნტის ღირებულების კუპიურები იყო დარჩენილი.

ახალი პოლიმერულ ბანკნოტების ამჟამინდელი სერია ასევე მოიცავს უინსტონ ჩერჩილის, ჯეინ ოსტინის, უილიამ ტერნერის და ალან ტურინგის პორტრეტებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ გუდმენი