LIVE

Swift Credit-მა Signify-ს ხელმოწერის პადები დანერგა და საკრედიტო დოკუმენტებზე ხელმოწერის პროცესი გააციფრულა

01 ივლ 202514:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 47
Swift Credit-მა Signify-ს ხელმოწერის პადები დანერგა და საკრედიტო დოკუმენტებზე ხელმოწერის პროცესი გააციფრულა
საფინანსო კომპანია Swift Credit-ი ციფრული ხელმოწერის პადებს იყენებს საკრედიტო ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე, რაც მომხმარებლებს ადგილზე მომსახურებას სწრაფად და მარტივად სთავაზობს. ციფრული ტრანსფორმაცია ამ ეტაპზე უკვე 4 ფილიალში წარმატებით განხორციელდა.
 
Swift Credit-ის ყოველდღიური ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი საკრედიტო დოკუმენტაციის დამუშავებას უკავშირდება. ხელმოწერის პადების დანერგვამდე დოკუმენტები სველი ხელმოწერით ფორმდებოდა ფურცლებზე, რასაც თან ახლდა დახარისხებისა და არქივაციის დამატებითი პროცედურები. 
 
"მომსახურების პროცესის გაუმჯობესების პარალელურად, გვქონდა ამოცანა ოპერატორების საოპერაციო დროისა და რუტინული საქმის შემცირებისა, ასევე ელექტრონული არქივის ერთიანი სისტემის შექმნის. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ფილიალები გაშლილია ქვეყნის მასშტაბით, გვჭირდებოდა გადაწყვეტა, რომელიც ლოჯისტიკას გაგვიმარტივებდა და საოპერაციო პროცესების დროს შეამცირებდა," აღნიშნავს Swift Credit-ის საოპერაციო ხელმძღვანელი, ანნა ახალბედაშვილი.
 
აღნიშნული მიზნის შესასრულებლად კომპანიამ ფრონტ ოფისებში Signify-ს ხელმოწერის პადები დანერგა და მომსახურების დოკუმენტებზე ხელმოწერას ელექტრონულად იღებს, რის შემდეგაც დოკუმენტები არქივდება ციფრულ სივრცეში. 
 
კომპანია Swift Credit ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და წარმოდგენილია 9 ფილიალით თბილისში, რუსთავსა და ბათუმში. მისი ძირითადი საქმიანობა სალომბარდე სესხების გაცემაა, რომლებიც უზრუნველყოფილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
 
Signify კი არის პლატფორმა, რომელიც უკვე მრავალ კომპანიას ეხმარება გააციფრულონ იურიდიული დოკუმენტები და მათთან დაკავშირებული პროცესები. Swift Credit-ის მსგავსად, ფიზიკური მომსახურებისას საჭირო დოკუმენტებს უკვე აციფრულებენ ლიბერთი ბანკში, მაგთიში, ავერსის კლინიკასადა სხვ.