LIVE

ინგლისის ბანკი: ბანკნოტები დედოფლის გამოსახულებით გამოყენებაში რჩება

09 სექ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 613
ინგლისის ბანკი: ბანკნოტები დედოფლის გამოსახულებით გამოყენებაში რჩება

ბანკნოტები, რომლებზეც დედოფალი ელისაბედ II არის გამოსახული, კვლავ გამოიყენება. ამის შესახებ ინგლისის ბანკმა მონარქის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა. 

"მისი უდიდებულესობა დედოფლის გამოსახულების ამჟამინდელი ბანკნოტები გადახდის კანონიერ საშუალებად რჩება. ინგლისის ბანკის არსებულ ბანკნოტებთან დაკავშირებით შემდგომი განცხადება გაკეთდება, როგორც კი გლოვის პერიოდი დადგება", - აცხადებს ცენტრალური ბანკი.

დედოფალი ელისაბედ II იყო პირველი მონარქი, რომელიც ინგლისის ბანკის ბანკნოტებზე გამოსახეს.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II გუშინ გარდაიცვალა. ის გაერთიანებული სამეფოს მონარქი 70 წლის განმავლობაში იყო, რითაც ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის, ხოლო მსოფლიოში მეორე ყველაზე ხანგრძლივი მმართველის ტიტული აქვს.