LIVE

მასკი ირანისთვის Starlink-ის ინტერნეტის მიწოდებას აპირებს

24 სექ 202212:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 608
მასკი ირანისთვის Starlink-ის ინტერნეტის მიწოდებას აპირებს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ირანში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს. გადაწყვეტილება მოჰყვა მასობრივი პროტესტის პარალელურად, ირანის მთავრობის მიერ 80 მილიონი ადამიანისთვის ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტას.

ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ამსუბუქებს შეზღუდვებს ირანისთვის ინტერნეტ სერვისებზე, რათა ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, ადამიანებს ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ.

კერძოდ, პარასკევს გამოქვეყნებული ინსტრუქცია აფართოებს იმ სერვისების ჩამონათვალს, რომელთა მიწოდებაც აშშ-ს კომპანიებს შეუძლიათ უზრუნველყონ ირანში, მიუხედავად ფართო სანქციებისა. სახაზინო დეპარტამენტი ამბობს, რომ სატელიტური ინტერნეტ სერვისები, როგორიცაა Starlink, ნებადართულია, მაგრამ ზოგიერთი ტიპის აღჭურვილობა, მათ შორის გარკვეული ტიპის სატელიტური მიმღებები, ჯერ კიდევ საჭიროებს სპეციფიკურ ლიცენზიას ირანში ექსპორტამდე.

„მივიღეთ ზომები ინტერნეტისა და ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის გასაუმჯობესებლად ირანელი ხალხისთვის, გავეცით გენერალური ლიცენზია ციფრულ კომუნიკაციებზე მეტი წვდომის უზრუნველსაყოფად ირანის მთავრობის ცენზურასთან დასაპირისპირებლად“, - დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტვიტერში, რის საპასუხოდაც, ილონ მასკმა დაწერა, რომ Starlink-ს გააქტიურებს.

ირანში პროტესტის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი, მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა. ქალი კომაში ჩავარდა, 3 დღის შემდეგ, 16 სექტემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჰიჯაბის კანონების წინააღმდეგ უახლესი საპროტესტო ტალღა მაჰსა ამინიზე ძალადობისა და დაღუპვის შემდეგ, 16 სექტემბრიდან დაიწყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დენიელ ფლეტლი