LIVE

ECB ციფრული ევროს შექმნის პროცესში Amazon-თან ითანამშრომლებს

18 სექ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 422
ECB ციფრული ევროს შექმნის პროცესში Amazon-თან ითანამშრომლებს
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Amazon-ი იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შეარჩია ციფრული ევროს პროტოტიპის შესაქმნელად.
 
პროტოტიპის შექმნაში Amazon-ს ესპანური CaixaBank-ის, ფრანგული Worldline-ის, იტალიური Nexi-ს და EPI-სგან დაკომპლექტებული კონსორციუმი შეუერთდება. თითოეული კომპანია ევროზონის ვალუტის სპეციფიკურ ციფრულ გამოყენებაზე იმუშავებს. 
 
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ხუთეული 54 კომპანიას შორის შეარჩია, რომლებმაც გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში განაცხადი წარადგინეს.
 
მარეგულირებლის თანახმად, პროტოტიპირების მიზანია გაიტესტოს თუ რამდენად კარგად ინტეგრირდება კომპანიების მიერ შექმნილი პროტოტიპები ციფრული ევროს ტექნოლოგიასთან.
 
სავარაუდოა, რომ სწორედ ევროპის ცენტრალური ბანკი გახდება ერთ-ერთი პირველი მარეგულირებელი განვითარებულ ეკონომიკებს შორის, რომელიც საკუთარი ვალუტის ციფრულ ვერსიას გამოუშვებს. ამ ისტორიული მოვლენის სავარაუდო თარიღად 2025 წელი განიხილება.
 
ციფრული ევროს პროექტი ამჟამად ორწლიან კვლევით ფაზაშია და ოფიციალური გადაწყვეტილება გაშვების თარიღთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიღებული არ არის. 
 
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მონიკა რეიმანტი