
Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვების რაოდენობა წლიურად 47%-ით, 1 566-მდე გაიზარდა.
ბაზრის ზომა კი 48%-ითაა გაზრდილი, 66 მილიონ აშშ დოლარამდე.
აგვისტოში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა, ძველ ბინებზე კი 70%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა ახალაშენებული ბინების პრემიუმ სეგმენტში და 259 ერთეული შეადგინა, მაშინ როცა მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში 59% და 51%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უმნიშვნელოდ, 3%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 822 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 707 აშშ დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება თბილისს, აგვისტოში თბილისში 3 689 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 26%-ით მეტია. ფასები გაზრდილია როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებზე.