LIVE

გებრეისუსი: პანდემიის დასასრული გამოჩნდა

15 სექ 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 460
გებრეისუსი: პანდემიის დასასრული გამოჩნდა

მსოფლიო Covid-19-ის პანდემიის დამარცხებასთან ახლოს არის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. ოპტიმისტური პროგნოზის მიუხედავად, ის მოუწოდებს ქვეყნებს, გააგრძელონ მუშაობა ვირუსის გასაკონტროლებლად. 

"არასდროს ვყოფილვართ ამაზე უკეთეს მდგომარეობაში პანდემიის დასასრულებლად. ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ დასასრული ჩანს", - განუცხადა გებრეისუსმა ჟურნალისტებს. 

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი. მან ხაზი გაუსვა ხანდაზმული და რისკის ჯგუფებში შემავალი პირების ვაქცინაციის აუცილებლობას, ასევე ისაუბრა ტესტირების გაგრძელებასა და შემთხვევების მონიტორინგის მნიშვნელობაზე. 

გებრეისუსის თანახმად, გასულ კვირას მსოფლიოში Covid-19-თან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევები, 2020 წლის მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა.

Covid-19-ის პანდემიის შესახებ ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს განაცხადა.

პანდემიამ მსოფლიოში 6.5 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. საქართველოში დაავადებით 17 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრისგე