ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 195.5%-ია. აღდგენილია 2019 წლის აგვისტოს მონაცემების 67.1%.
აგვისტოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 582,995 შეადგინა. წლიური ზრდა 135.8%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 77.4 %-ს შეადგენს.
რაც შეეხება 2022 წლის იანვარი-აგვისტოს ჯამურ მონაცემებს, 8 თვეში 3,256,370 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 208.9%-ია. 2019 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით კი აღდგენილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 51.5%.
8 თვეში 2,251,978 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, 2021 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით ზრდა 155%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 65.3%-ს შეადგენს.