LIVE

პრინცესა დიანას 1985 წლის Ford Escort-ი აუქციონზე £730 000-ად გაიყიდა

28 აგვ 202211:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 856
პრინცესა დიანას 1985 წლის Ford Escort-ი აუქციონზე £730 000-ად გაიყიდა

1985 წლის Ford Escort RS Turbo Series 1, რომელიც უელსის პრინცესას დიანას ეკუთვნოდა, 27 აგვისტოს სილვერსტოუნის აუქციონზე £730 000-ად ($857 712) გაიყიდა.

ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა Escort-ის გაყიდვებში და წინა რეკორდს, £63,000-ს, რომელიც 1985 წლის თეთრმა Ford Escort RS Turbo S1-მა 2021 წლის აუქციონზე დაამყარა, ბევრად გაუსწრო. ამ მოდელს 15 000 მილზე ნაკლები ჰქონდა გავლილი და კოლექციონერულ ავტომობილად ითვლებოდა. გაყიდვამ ასევე გადააჭარბა Ford Escort Ghia-ს ფასს, რომელიც პრინცმა ჩარლზმა დიანას ნიშნობის საჩუქრად აჩუქა. ავტომობილი გასულ წელს £47 000-ად გაიყიდა.

ცნობისთვის, Ford Escort Turbos მოკრძალებულ, ეკონომიურ ავტომობილად ითვლება და მისი საშუალო ფასი დაახლოებით $10,000-ია.

ასევე აღსანიშნავია, რომ იმ დროს სამეფო ოჯახის წევრების უმეტესობა Bentleys-ის, Aston Martins-ის და Jaguars-ის ავტომობილებით უფრო გადაადგილდებოდა, ვიდრე ამერიკული ბრენდის ეკონომიური ავტომობილით.

"ეს რჩება სამეფო ოჯახის ნებისმიერი წევრის ყველაზე გაბედულ არჩევანად კლასის გამყოფ ავტომობილებში",- ნათქვამია მანქანის ლოტის შენიშვნებში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰანა ელიოტი