LIVE

ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა - TBC Capital

26 აგვ 202213:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 719
ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა - TBC Capital

„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, 2022 წლის 1-21 აგვისტოს პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა და წლიური ცვლილება 3%-ს გაუტოლდა.

ამასთან, 1-18 აგვისტოს პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მცირედით შენელდა და წ/წ +23% შეადგინა.

რაც შეეხება სასტუმროებში უნაღდო ხარჯვას, „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული აღდგენის დინამიკის მიხედვით, სასტუმროებში უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი მცირედით შენელებულია.

„თიბისი ბანკის არხებით სასტუმროებში უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა და 74%-ს გაუტოლდა 2019 წლის დონესთან შედარებით (+37% წ/წ).

რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი თითქმის უცვლელია და 129% შეადგინა 2019 წელთან შედარებით (+57% წ/წ)“, - აცხადებენ „თიბისი კაპიტალში".

გაზრდილია არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის მაჩვენებელი. 1-20 აგვისტოს პერიოდში არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა, თიბისი ბანკის არხებით, +49%-ით აღემატება 2019 წლის დონეს.