LIVE

დღეიდან 4-წლიან სამომხმარებლო სესხს ვეღარ აიღებთ

16 აგვ 202210:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 1138
დღეიდან 4-წლიან სამომხმარებლო სესხს ვეღარ აიღებთ

ეროვნული ბანკის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 3 წლამდე შემცირდა, დღეს ამოქმედდა.

ცვლილების თანახმად, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მომხმარებლები 4-წლიანი სამომხმარებლო სესხის აღებას ვეღარ შეძლებენ.

ეროვნულ ბანკში გადაწყვეტილების მიზეზად სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე ზეწოლას ასახელებენ. 

ცნობისთვის, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება 3 აგვისტოს, რეფინანსირების განაკვეთის 11%-ზე დატოვების პარალელურად მიიღო.

„მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია. შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას", - აღნიშნულია კომიტეტის გადაწყვეტილებაში.