LIVE

2021 წელს საქართველომ $1 მილიარდ 242 მილიონის უცხოური ინვესტიცია მიიღო - საქსტატი

15 აგვ 202211:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 545
2021 წელს საქართველომ $1 მილიარდ 242 მილიონის უცხოური ინვესტიცია მიიღო - საქსტატი

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 242 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7%-ით მეტი.

გასულ წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელთან შედარებით, რეინვესტიციის მაჩვენებელი შემცირებულია. 

2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფო იყო 48.6%-ით (603.6 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა ნიდერლანდებმა 11.1%-ით (138.3 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მესამე - თურქეთმა 8.1%-ით (100.0 მლნ აშშ დოლარი).

საქსტატის თანახმად, გასულ წელს ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 465.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 37.5%-ია. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი 185.9 მლნ აშშ დოლარით (15%), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 133.3 მლნ აშშ დოლარით (10.7%).