LIVE

Ryanair-ის დირექტორი: 10 ევროიანი მოგზაურობა გაქრება

11 აგვ 202211:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 548
Ryanair-ის დირექტორი: 10 ევროიანი მოგზაურობა გაქრება

საწვავის ფასების ზრდის გამო Ryanair-ის 10 ევროს ღირებულების ბილეთები “რამდენიმე წლით” გაუქმდება. განცხადება ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა. 

BBC Radio 4's Today-სთან ინტერვიუში მაიკლ ო'ლირიმ განაცხადა, რომ Ryanair-ის მგზავრობის საშუალო ფასი დაახლოებით 10 ევროთი გაიზრდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და 2027 წლისთვის დაახლოებით 50 ევროს მიაღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა ასევე აზიანებს ადამიანების ერთჯერად შემოსავალს, ო'ლირი დარწმუნებულია, რომ მომხმარებელთა რიცხვი სტაბილური დარჩება. ის თვლის, რომ მოგზაურები მასობრივად აირჩევენ იაფ ალტერნატივებს, როგორიცაა Ryanair და EasyJet.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: THE PRESS ASSOCIATION