
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს მომსახურებით ვაჭრობაში დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა.
კერძოდ, გასულ წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 2 მილიარდ 547 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 61.2%-ით მეტია, ხოლო იმპორტი - 1 მილიარდ 823 მილიონი აშშ დოლარია და შესაბამისად 25.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 724 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 6-ჯერ მეტია 2020 წლის სავაჭრო ბალანსზე.
2021 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა (1 მილიარდ 245 მილიონი დოლარი, მთლიანი ექსპორტის 48.9%), მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება (822.6 მლნ. აშშ დოლარი, მთლიანი ექსპორტის 32.3%), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება (215.9 მლნ. აშშ დოლარი, ექსპორტის 8.5%).
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია:
- თურქეთი ($365.5 მლნ.)
- აზერბაიჯანი ($242.1 მლნ.)
- უკრაინა ($206.7 მლნ.)
რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 1 მილიარდ 086 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 59.6% შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 184.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.1%), ხოლო მესამე ადგილზეა სადაზღვევო მომსახურება 119.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5%).
უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია:
- ჩინეთი ($344.7 მლნ.)
- ირანი ($121.5 მლნ.)
- თურქეთი ($102.3 მლნ.)