LIVE

Credit Suisse-ის ტრასტები ივანიშვილის წერილებს აღარც კი პასუხობენ - MKD

09 აგვ 202212:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 816
Credit Suisse-ის ტრასტები ივანიშვილის წერილებს აღარც კი პასუხობენ - MKD

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია MKD მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, Credit Suisse-ის ტრასტები ივანიშვილის დავალებებს კვლავ არ ასრულებენ. 

MKD-ის განცხადებით, ტრასტები უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ ივანიშვილის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს.

"ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან - ორი თვე.

საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს.

შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკთან მრავალწლიანი დავა აქვს. ბანკთან დაპირისპირების ახალი ეპიზოდი Credit Suisse-ის ტრასტის მიერ ბიძინა ივანიშვილის თანხების გადარიცხვების შეფერხებებს უკავშირდება. ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, რომ სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი ხსენების გამო, ტრასტი სასამართლოს თანხმობის გარეშე, ტრანზაქციებს აღარ შეასრულებს. ამის გამო ივანიშვილი ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და ამასთან, ბანკთან არსებულ პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.