LIVE

ევროპა სიცხის ახალი ტალღისთვის ემზადება

09 აგვ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 484
ევროპა სიცხის ახალი ტალღისთვის ემზადება

ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ევროპას მიმდინარე კვირაში კიდევ ერთი სიცხის ტალღა ემუქრება, რაც კონტინენტის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ზეწოლას გააძლიერებს.

Maxar Technologies-ის ცნობით, მოსალოდნელია მკვეთრი ტემპერატურა დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. სიცხე გაზრდის მოთხოვნას გაგრილებაზე და დაამძიმებს ისედაც მშრალ პირობებს, რომელიც ნათესებს აზიანებს და წყლის მოხმარებას ზღუდავს.

ექსტრემალურმა სიცხემ კონტინენტი უკვე დააზარალა. საფრანგეთმა ისტორიაში ყველაზე მშრალი ივლისი დააფიქსირა, ხოლო ინგლისმა ბოლო 90 წლის განმავლობაში, რაც ხაზს უსვამს კლიმატის დათბობის ზეგავლენას სასიცოცხლოდ აუცილებელ ინფრასტრუქტურაზე. მდინარე რაინზე, რომელიც სასიცოცხლო არტერიაა საქონლისა და სამრეწველო საქონლის ტრანსპორტირებისთვის, წყლის დონე იმდენად დაბალია, რომ ზოგიერთ მონაკვეთზე ვაჭრობა შეჩერების საფრთხის წინაშეა.

ექსტრემალურმა ამინდმა ასევე გამოიწვია ხანძრები ლონდონთან ახლოს, რაც საფრთხეს უქმნის სარგინიგზო ხაზებს და ელექტროსადგურების გამართულად მუშაობას.

ტემპერატურა, სავარაუდოდ, ივლისში დაფიქსირებულ რეკორდულ დონეს არ მიაღწევს, მაგრამ სიცხის ტალღა ენერგომომარაგების ისტორიულ შეფერხებას ემთხვევა, რადგან რუსეთი რეგიონში ბუნებრივი აირის ნაკადებზე კონტროლს ამკაცრებს. კრიზისმა ასევე ხელი შეუწყო ინფლაციის ზრდას, რაც საფრთხეს უქმნის ევროპის ზოგიერთ მსხვილ ეკონომიკას. ელექტროენერგიის ფასები გერმანიასა და საფრანგეთში ბოლო დღეებში რეკორდულად გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პრისწილა აზევედო როხა