LIVE

საქართველოს რკინიგზამ 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა - 6 თვის შედეგები

08 აგვ 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 596
საქართველოს რკინიგზამ 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა - 6 თვის შედეგები

საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველ 6 თვეში 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 7 წლის განმავლობაში.

გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია ყველა მიმართულებით. ესენია:

  • ჩინეთი (6,129 TEU);
  • ყაზახეთი (7,708 TEU);
  • შუა დერეფანი (13,837 TEU);
  • ბაქო-თბილისი-ყარსი (11,112 TEU).

ამასთან, გადაზიდვები მომატებულია შემდეგი სახეობის ტვირთებზე: მაზუთი (ყაზახეთიდან), ნედლი ნავთობი (ყაზახეთიდან), მეთანოლი (აზერბაიჯანიდან), კარბამიდი (თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან), შაქრის ნედლეული (შუა აზიიდან).