LIVE

უკრაინაში ატომური კატასტროფა ძალიან რეალური რისკია- IAEA

07 აგვ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 669
უკრაინაში ატომური კატასტროფა ძალიან რეალური რისკია- IAEA

გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა უკრაინაში პოტენციურად კატასტროფული შედეგების შესახებ გაფრთხილება გასცა, რაც პარასკევს ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას მოჰყვა.

უკრაინამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ენერჰოდარში ზაპორიჟიეს ობიექტი დაბომბეს. თუმცა, მოსკოვმა მომხდარში კიევი დაადანაშაულა.

"ობიექტის გარშემო სამხედრო მოქმედებები სრულიად მიუღებელია და ყველაფრის ფასად უნდა იქნას აცილებული",- განაცხადა რაფაელ გროსიმ, ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისი განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მათ შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში, ზაპორიჟიეში ატომური უსაფრთხოების თითქმის შვიდივე აუცილებელი საყრდენი დაზიანდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა პარასკევს ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი ობიექტს. მან რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ და განაცხადა, რომ უკრაინამ დაბომბვა თავად განახორციელა.

კრემლის ძალებმა ატომური ელექტროსადგურის ობიექტი და მიმდებარე ტერიტორიები მარტში დაიკავეს. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია ობიექტის დაცულ სტატუსს მიმდებარე ტერიტორიებზე თავდასხმების განსახორციელებლად იყენებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია