LIVE
ვიდეო
06 ივნ, 2022 16:00
რეფორმიდან ორი თვის თავზე მედიკამენტები კვლავ ურეცეპტოდ იყიდება
1299

რეფორმიდან ორი თვის თავზე, მოქალაქეებს მეორე ჯგუფის მედიკამენტების ყიდვა კვლავ ურეცეპტოდ შეუძლიათ. საუბარია 6 000-მდე დასახელების მედიკამენტზე, როგორიცაა მაგალითად წნევის დამწევი საშუალება, ანტიბიოტიკები, გულსისხლძარღვთა მედიკამენტები, ანტიდეპრესანტები და სხვა.

ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ აქვეყნებს სტატისტიკას იმის შესახებ, თუ რამდენი ელექტრონული რეცეპტი გაიცა ორ თვის განმავლობაში, ან ხორციელდება თუ არა აფთიაქების მკაცრი კონტროლი.

მსხვილი სააფთიაქო ქსელების უმეტესობა აცხადებს, რომ ყველა მედიკამენტი რეცეპტით იყიდება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე, მაგალითად პენსიონერებზე, ცალკეულ დაშვებებს აკეთებენ.

„წესით, რეცეპტის გარეშე მედიკამენტის გაცემა არის დასჯადი და როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ჯარიმა იწერება, თუმცა მეორე საკითხია რამდენად უნდა იყოს დაჯარიმება თვითმიზანი, მიზანია რომ პროცესები გადაერთოს ელექტრონულ რეცეპტზე, ერთადერთი მექანიზმი კი ამ ეტაპზე ცოცხლად მონიტორინგია,"- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ირაკლი მარგველაშვილი, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი.

სპეციალისტების თქმით, ელექტრონული რეცეპტის შემოღების მთავარი მიზანი ისაა, რომ გაკონტროლდეს ექიმების მიერ გამოწერილი პრეპარატები და ჰქონდეთ საერთო ელექტრონული ბაზა, როგორც ეს კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციებშიც იყო მითითებული. 

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აპრილიდან მეორე ჯგუფის მედიკამენტები მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე გაიცემა, ამასთან შეიცვალა კანონი მედიკამენტის გამოწერასთან დაკავშირებითაც და ექიმებს მხოლოდ გენერიკული დასახელების გამოწერა შეუძლიათ. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ექიმს შეუძლია, რომ ელექტრონულ რეცეპტზე წამლის „სავაჭრო“ დასახელება მიუთითოს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ