LIVE
ვიდეო
18 მაი, 2022 14:00
რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი 65 თეთრიანი ფასნამატით იყიდებოდა - ანგარიში
1008

რუსეთიდან იმპორტირებული რეგულარის მარკის საწვავი, აპრილში, ბენზინგასამართ სადგურებზე 65 თეთრიანი ფასნამატით იყიდებოდა, მარტში კი ფასნამატი 59 თეთრი იყო. ამის შესახებ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული. 

იმავე პერიოდში ბულგარეთიდან იმპორტირებულ საწვავზე ფასნამატი 16 თეთრი, ხოლო რუმინეთიდან იმპორტირებულზე 20 თეთრი იყო.

ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 55% ევროპულია, 45%-ის იმპორტი კი ხორციელდება რუსეთის ფედერაციიდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან. 

კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით გამოირჩევა. ამის მიუხედავად, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, საცალო ფასი განსაზღვრულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის იდენტურ ნიშნულზე. თვითღირებულებაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 30-60 თეთრს, 1 ლიტრი რეგულარის მარკის საწვავზე.

ამასთან, ირკვევა, რომ რუმინეთიდან საწვავი ერთ იმპორტიორს შემოაქვს, რომელიც საკუთარ ქსელში ძირითადად ყიდის მაღალი თვითღირებულების საწვავს, ხოლო დაბალი თვითღირებულების საწვავის სხვა კომპანიებზე გადაყიდვას ახდენს.

მიმდინარე წლის 4 თვეში, საქართველოში 22-მა ეკონომიკურმა აგენტმა სულ 385 678 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განახორციელა. ქვეყანაში საწვავი ყველაზე დიდი მოცულობით შემოვიდა რუმინეთიდან - 31.2%, ბულგარეთიდან - 24.1% და რუსეთიდან - 17.8%.

„ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა 2025 ერთეული შეადგინა, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 69%-ს, სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზროს წილების სახით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ერთ-ერთი მიგნების თანახმად, მსხვილი კომპანიების ნაწილის მხრიდან ადგილი აქვს/ჰქონდა საცალო მომხმარებლისთვის 1 ლიტრზე 20-25 თეთრამდე ფასდაკლების შეთავაზებას. სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელი იყო ფასდაკლების ასახვა პირდაპირ ტაბლოზე

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ