LIVE
ვიდეო
28 დეკ, 2023 12:48
თბილისსა და რეგიონებში დენის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა - სემეკის გადაწყვეტილება
1024

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის და საქართველოს რეგიონებისთვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. სიახლე ყველა კატეგორიის მომხმარებელს, ასევე კომერციულ აბონენტებს შეეხება. 

ცვლილების შედეგად, 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით, დენის საყოფაცხოვრებო ტარიფი თბილისში იქნება 15 თეთრი; 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის - 19 თეთრი; აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 23.5 თეთრი იქნება.

რაც შეეხება რეგიონებში "ეპ-ჯორჯიას" მომხმარებლებს, 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით, დენის საყოფაცხოვრებო ტარიფი იქნება 14.7 თეთრი; 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის - 18.7 თეთრი; აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 23.2 თეთრი იქნება.

"ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე გავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში. 

ახალი ტარიფი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება და ძალაში 6 თვის განმავლობაში დარჩება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ