LIVE
ვიდეო
17 თებ, 2022 19:30
ადგილობრივი ინოვაციური ჰაბის განვითარება - რას გეგმავს გუნდი, რომელმაც Pulsar AI შექმნა
1395

Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი სოფო ჭყოიძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ ინოვაციურ პროდუქტებზე SpinCar-ისთვის.

როგორც მან "ბიზნეს ფორმულას" ეთერში აღნიშნა, იგეგმება ახალ ბაზრებზე შესვლაც, ასევე თბილისში ოფისის გაზრდა და განვითარება.

„ჩვენს მიერ დანერგილი პროდუქტით Sales AI კანადაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ვემსახურებით დილერებს. იგეგმება სხვა ბაზრებზე შესვლაც. ამის პარალელურად ჩვენ მათთან ერთად დამატებით პროდუქტებზე ვმუშაობთ, არა მხოლოდ გაყიდვების, არამედ სერვისის მიმართულებითაც. უკვე განვავითარეთ პროდუქტი, რომელიც ახლა სხვადასხვა დილერებთან მუშაობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ინოვაციური პროდუქტები დავნერგოთ. ასევე აქტიურად ვართ ჩართულები ადგილობრივი ინოვაციური ჰაბის შექმნაზე საქართველოს ოფისიდან“,- განაცხადა სოფო ჭყოიძემ.

შეგახსენებთ, გლობალურმა კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი Pulsar AI გასულ წელს იყიდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ