LIVE
ვიდეო
24 იან, 2022 22:57
ბიტკოინის ფასი $32,970-მდე შემცირდა
2484

კრიპტო სექტორში ფასების ვარდნის ტენდენცია დღესაც გაგრძელდა. ბიტკოინის ფასი 6-თვიან მინიმუმამდე შემცირდა, სხვა კრიპტოვალუტებმა კი უფრო დიდი ვარდნა განიცადეს.

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი შუადღისთვის ნიუ-იორკის ვაჭრობაში $36,524-მდე გაიზარდა, სანამ მოგვიანებით $32,970-ს ჩამოსცდებოდა, რაც ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია. ეთერიუმმა ფასის კლება $2,356-ზე შეინარჩუნა მას შემდეგ, რაც მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა ასევე ყველაზე დაბალ დონეს შეეხო ივლისის შემდეგ.

კლების ტენდენცია გავრცელდა კრიპტო ინდუსტრიის სხვა ნაწილებშიც. CoinGecko-ს თანახმად, Solana-ს და Cardano-ს ფასი 19% და 13%-ით შემცირდა თითოეულისთვის.

ტრეიდერები ახლა შემდეგ საყურადღებო ნიშნულად ბიტკოინისთვის $30,000-ს განიხილავენ. უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ ნოემბრიდან ღირებულების ნახევარ დაკარგა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემილი ნიკოლი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ