LIVE
ვიდეო
18 იან, 2022 21:20
ფინანსური ცენტრები თბილისსა და გონიოში - რამდენად რეალისტურია მთავრობის გეგმა
387

მთავრობა თბილისსა და გონიოში სპეციალური ფინანსური ცენტრების შექმნას გეგმავს, რომლებმაც საქართველოს რეგიონული ფინანსური ცენტრის სტატუსი უნდა მოუტანოს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მთავრობა მსგავს ზონებში განთავსებულ კომპანიებს გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს შესთავაზებს. ასევე აღნიშნულ ცენტრებში სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი იმოქმედებს.

სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, საქართველოსნაირი ქვეყნისთვის მსგავსი ტიპის ფინანსური ცენტრების მოწყობა საკმაოდ რთული იქნება. როგორც კერძო სექტორის ნაწილი აღნიშნავს, არასახარბიელო საინვესტიციო გარემოსა და ბაზრის სიმცირის გამო საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად ქცევის პერსპექტივა ბუნდოვანია.

„მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ფინანსური ცენტრი მოქმედებს, რომლებსაც მრავალფეროვანი მომსახურება აქვთ. რამ უნდა განაპირობოს, რომ მათი კლიენტების გადმობირება შევძლოთ, რა კონკურენტული უპირატესობა უნდა გვქონდეს ამ მიმართულებით, ცოტა ბუნდოვანია. საქართველო კვლავ ბევრი გამოწვევის წინაშეა, როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე ის გარემოება, რომ დიდი მოცულობის ინვესტიციები საქართველოში ისედაც არ  ხორციელდება. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებული კონკურენტული უპირატესობა თითქოს არ გვაქვს. თუმცა ყველა ასეთმა ფინანსურმა ცენტრმა რაღაცით დაიწყო და თუ კარგად მოვძებნით ასეთ უპირატესობებს, შეიძლება რომ მართლაც გამოვიყენოთ“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ EY-ის მმართველმა პარტნიორმა, რუსლან ხოროშვილმა.  

ცნობისთვის, სპეციალური ფინანსური ზონების შექმნის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს ხელისუფლებას საერთაშორისო კომპანია Rothschild-ი გაუწევს, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამასთან, მსგავსი ზონების მოსაწყობად კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებებიცაა დაგეგმილი.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ