LIVE
ვიდეო
13 იან, 2022 11:25
2021 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მხოლოდ 38%-ით აღდგა
2017

2021 წელს საქართველოში 1 მლნ 800 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით მხოლოდ 20%-იანი აღდგენაა. ამასთან, გასულ წელს მოგზაურების რაოდენობა პანდემიურ 2020 წელთან შედარებით 7.7%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულ შემოსავლებს, 2021 წელს შემოსავლები 38%-ით აღდგა და საქართველომ 1,2 მილიარდი დოლარი მიიღო. 2020 წელთან შედარებით შემოსავლების ზრდა 130%-ს აღემატება.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1,577,463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 31% აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების 51% ქვეყანაში საჰაერო გზით შემოვიდა. აღდგენამ კი 2019 წელთან შედარებით 48% შეადგინა.

2021 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების ნახევარი მეზობელი ქვეყნებიდან იყო. გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა: თურქეთი (326,494), რუსეთი (212,979), სომხეთი (164,698), უკრაინა (144,901), ისრაელი (100,686), აზერბაიჯანი (82,718), ყაზახეთი (66,787), საუდის არაბეთი (63,437), ბელარუსი (53,698), უზბეკეთი (36,384), პოლონეთი (30,988) ინდოეთი (24,992), გერმანია (21,194) და აშშ (19,470). 

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის ოპტიმისტური მოლოდინები არ გამართლდა. ნათია თურნავა აცხადებდა, რომ ტურიზმი შესაძლოა 50%-ითაც კი აღდგენილიყო.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ